კევინ დიურანტი ჯეიმს ჰარდენთან ერთად ითამაშებს. და, ჯეიმსი არის MVP. ყოფილი, მაგრამ - MVP.
დიურანტს, რაღაც ამბავში - უმართლებს.
კევინს ლიგაში მეცამეტე სეზონი აქვს. კლასიკა.
და, 12 სეზონში დიურანტის თანაგუნდელი ყოფილი ან - მომავალი MVP გახლდათ.
მხოლოდ პირველ სეზონში ვერ გაქაჩეს კევინმა და ბიჭებმა. ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო იმ სეზონში არ იყო მისთვის აქტუალური.
დიურანტი თამაშობდა რასელ უესთბრუქთან (MVP - 2016/2017) ერთად. და, ეს საინტერესო კოლაბორაცია იყო.
დიურანტი თამაშობდა სტეფ კარისთან (2015-2016) ერთად. და, ეს ყველაზე შედეგიანი კოლაბორაცია იყო.
დიურანტი ითამაშებს ჰარდენთან ერთად. და, ეს აზრზე არ ვართ, როგორი კოლაბორაცია იქნება. ყველა ვარიანტში - სხვებისთვის სახიფათო კოლაბორაცია.
2016-ში კევინი გადავიდა გოლდენ სტეიტში, რომელსაც ერთი წლით ადრე რეგულარულში 73 მოგება (ყველა დროის რეკორდი) ჰქონდა.
დიურანტს თავისი მუღამები აქვს.