ლოკომოტივი-დინამო 2:1: "რომ" აღარ ითვლება

მოსკოვის დინამოს ყოფილ ფეხბურთელ კონსტანტინ რაუშს თბილისის ლოკომოტივთან ევროპა ლიგაზე წაგება (1:2) გაახსენეს. ეს მატჩ-ტვ-ზე.

 

- რა მოხდა მაშინ? მოკრძალებულმა ქართულმა კლუბმა მოსკოვის დინამო გამოთიშა.

 

- ასეთი თამაშის წაგება მხოლოდ ფსიქოლოგიის ბრალია. ასპროცენტიანი კონცენტრაციით რომ გამოვიდეთ, მათთან არასოდეს აღარ წავაგებთ. წაგების მერე გუნდში ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო. ყველანი ვხედავდით, რამდენი ხანი მივდიოდით ევროტურნირებისკენ, მერე კი ასე გავანიავეთ შანსი. მოსკოვის დინამოსთვის ეს გაკვეთილი იქნება: არ შეიძლება მოედანზე უბრალოდ გამოსვლა და მეტოქის არდაფასება.