მაურისიო პოჩეტინო: ეს მხოლოდ დასაწყისია

საფრანგეთის სუპერთასზე პსჟ-მ მარსელი 2:1 დაამარცხა და მაურისიო პოჩეტინოს ხელმძღვანელობით პირველი ტიტული მოიგო. ამ თემაზე არგენტინელმა მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. 

 

"გუნდში მოსვლიდან 10 დღის და 3 მატჩის შემდეგ ფინალი გველოდა და სასიხარულოა, რომ ეს თამაში მოვიგეთ. გუნდი ნელნელა იწყებს იმ ფეხბურთის თამაშს, რასაც ვითხოვ. აქ მხოლოდ 2 კვირაა ვარ, მაგრამ სერიოზული სამუშაო გავწიეთ. 

 

სუპერთასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მჯერა, რომ დროთა განმავლობაში ჩემს იდეებს განვახორციელებ. უმაღლესი დონის ფეხბურთელები გვყავს და ისინი ტიტულებს და აღიარებას იმსახურებენ. მიხარია, რომ მოთამაშეები ჩემს მოთხოვნებს მალე მოერგნენ".-განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა. 

 

პსჟ-ს ბევრად სერიოზული გამოცდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ელის, სადაც ბარსელონას დაუპირისპირდება. რაც შეეხება ლიგა 1-ს, გუნდი მეორე ადგილზეა.