Uber Eats მარსელის გულშემატკივარს შეკვეთას თამაშის დროს, ტრიბუნაზე მიუტანს

Uber Eats ფრანგული საფეხბურთო კლუბის სპონსორი გახდა – მარსელი ერთ-ერთი ტიტულოვანი და პოპულარული საფეხბურთო კლუბია. სპონსორი გუნდის სათამაშო ფორმის წინა მხარეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში იქნება განთავსებული, სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, კლუბი კომპანიისგან 9 მილიონ ევროს მიიღებს. Uber Eats-მა ფრანგული საკომუნიკაციო კომპანია “Orange” ჩაანაცვლა.

 

ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. მარსელსა და ახალ სპონსორს შორის ბევრი საერთოა, ორივე მხარე წინსვლისა და პროგრესისთვის იბრძვის, ჩვენი მიზანი ინოვაციებისა და სიახლეების მაქსიმალური ინტეგრაციაა. გვჯერა, ამ თანამშრომლობით მარსელი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა, – ჰენრი ეირუდი, მარსელის მმართველი ბორდის წევრი.

 

 

Uber Eats ფრანგულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა, კომპანიის დასავლეთ და სამხრეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი, სტეფან სიკაია კი ამბობს, რომ მარსელთან კოლაბორაცია მათი ბრენდის ცნობადობასა და პოპულარობას უზომოდ გაზრდის, რაც მათი ფრანგული ბაზრის, მაქსიმალურად, ათვისებაში დაეხმარებათ.

 

კოვიდ სიტუაციის მწვავე ფონისა და საფეხბურთო ცხოვრების, ფაქტობრივად, შეჩერების ფონზე (გულშემატკივარი საყვარელი საფეხბურთო კლუბის თამაშებს კვლავ ვერ ესწრება), მარსელისა და Uber Eats-ის ახალი კამპანიის ფარგლებში, მას შემდეგ, რაც “Stade Vélodrome-ზე” საყვარელი გუნდის საშინაო მატჩებს გულშემატკივარი დაუბრუნდება, თამაშის მიმდინარეობისას ნებისმიერ მათგანს შეეძლება, შეკვეთის ადგილიდან განთავსება, კურიერი კი ფანებს სასურველ შეკვეთას უმოკლეს დროში, პირდაპირ ტრიბუნაზე და ბილეთით განკუთვნილ სკამთან მიუტანს.

 


giorgi ratiani 14 იანვარი 2021 -13:51