სხვანაირი ლიგა

ეს იდეა, 2020 წლის გაზაფხულზე, კორონაპანდემიის გამო, დასკვნითი ეტაპის ერთ ქალაქში, ლისაბონში ჩატარების შემდეგ გაჩნდა, მაგრამ თუკი შარშან „საფეხბურთო კვირა” ნებაყოფლობითი არ ყოფილა, დიდი შანსია, რომ მომავალში გახდება.

მიზანი: ისევე, როგორც ამერიკულ ფეხბურთში, სეზონი ნამდვილ ფეხბურთშიც საჩვენებელი შოუთი, დიდი შეჯიბრებით დასრულდეს. ამერიკულ ბურთაობაში ამას „სუპერ ბოულს” უწოდებენ. მიუ ნხენის ბაიერნის შეფი კარლ -ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ ეს გეგმა ძალიან საინტერესოა - ლაპარაკია, ნახევარფინალებისა და ფინალის ერთ ქალაქში გამართვაზე.

 

Karl-Heinz Rummenigge unhappy with UEFA's decision to lift Manchester  City's ban - Bavarian Football Works

 

„დღეს ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სუსტი ადგილი სწორედ ჯგუფური ეტაპია, რომელიც მოსაწყენი გახდა,“ - ამბობს ბაიერნის ბოსი და ამატებს, რომ უეფა ამის გამოსწორებაზეც მუშაობს, თუმცა დეტალები აღარ დაუზუსტებია.

მოკლედ, მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგა იერსახეს იცვლის. ფაქტია, რომ „საფეხბურთო კვირის” პროექტი უკვე სერიოზულად განიხილება.