დრონებით რბოლა – სპორტის ახალი სახეობა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება

The Drone Racing League-ის (DRL) განცხადებით, დრონებით რბოლისთვის სპეციალური ბეთ მარკეტი შეიქმნა, სადაც ამ სახეობით დაინტერესებულ ყველა ადამიანს უკვე ფსონის გაკეთება და საკუთარი ინტუიციის გამოცდა შეეძლება. Draftkings არის კომპანია, რომელმაც დრონების რბოლების ლიგასთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა და მისი ბეთინგ პარტნიორი გახდა. აღნიშნული ბაზარი 2021 წლის ბოლოს, დაახლოებით, 850 მილიონი დოლარის აკუმილირებას გეგმავს.

 

დრონებით რბოლის დროს, პილოტები საკუთარ დრონებს სპეციალური სათვალით მართავენ. დრონებზე დამონტაჟებული წინა ხედვის კამერით მიღებული გამოსახულება კი, პილოტებს დრონში ყოფნისა და მისი ისე მართვის სიმულაციურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროცესი საკმაოდ აზარტული და საინტერესოა.

 

 

ერთი აგებულებისა და სიჩქარის დრონებით შეიარაღებული პილოტები, სხვადასხვა ტაქტიკური დაგეგმვის შემდეგ, ერთმანეთს სხვადასხვა დისტანციასა და ტრასაზე ეჯიბრებიან. უშუალოდ, თამაშში ჩართვისა და მონაწილეობის გარდა, მალე აღნიშნულ სიმულატორს ფლეისთეიშენისა და იქს-ბოქსის მომხმარებლებიც ითამაშებენ. ონლაინ რეჟიმში ჩატარებულ ტურნირში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს.

giorgi ratiani 14 იანვარი 2021 -17:52