იოვიჩი აინტრახტში დაბრუნდა - 1,5 წლის წინ, ის რეალმა 60 მილიონად იყიდა...

რეალის შემტევი, ლუკა იოვიჩი აინტრახტში დაუბრუნდა. 

 

ფრანქფურტულმა კლუბმა ფორვარდი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა და 9 ნომრიანი მაისურიც მისცა. 

 

შეგახსენებთ, 2019 წლის ზაფხულში, იოვიჩი, სწორედ აინტრახტიდან, რეალში 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. 

 

ამ დროში, სერბმა ფეხბურთელმა მონაწილეობა სულ 32 შეხვედრაში (აქედან 11 სასტარტოში) მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.