იღბალი პარიზში

ბედის ირონიაა, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ცნობილ პოჩეტინოს აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, არადა, 12 წელია, რაც ამქარშია.

დათვალეს და აღმოცნდა, რომ პოჩეტინოს ტოტენჰემში 2003 დღე არაფერი მოეგო, პარიზში კი მე-12 დღესვე ტროფი აღმართა. მოგეხსენებათ, არგენტინელი სპეციალისტი პარი სენ ჟერმენში სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, მარსელი, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც სფურზს წვრთნიდა, პოჩეტინომ ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო.

თასები თასებად, მაგრამ არგენტინელი 2017 წელს პრემიერლიგის ჩემპიონობასთანაც ახლოს იყო, თუმცა იმ სეზონში ტიტული ჩელსის ერგო.

 PSG boss Mauricio Pochettino wins first trophy but Neymar feud takes centre  stage - Irish Mirror Online