ლეიკერსის რეკორდი

ლებრონ ჯეიმსი დომინირებს. რეგულარულში ტრანსფორმერი საშუალოდ 24.3 ქულას, 8.1 მოხსნას და 7.3 პასს იღებს. და, ლებრონი ჯერ არ დარბის, ელოდება.

ენტონი დევისი დომინირებს. რეგულარულში ლიგის საუკეთესო მაღალი საშუალოდ 22.1 ქულას, 8.5 მოხსნას, 2.9 პასს, 1.9 დაფარებას და 1.1 ჩაჭრას იღებს. კლასიკა. და, დევისი საუკეთესო დამცველია.

დიდი ბიჭები ლეიკერსის ფლეი ოფისთვის ემზადებიან და იქ დაიწყება ძვლების მტვრევა.

პროცესში, გუნდმა ახალი რეკორდი გლიჯა.

ლეიკერსის რეკორდი. ლებრონის ბენდმა რეგულარული გასვლაზე 7:0 დაიწყო.

სერია 30 დეკემბერს სან ანტონიოში 121:107 გაიხსნა. და, ჯერ მიდის. და, დიდი ბიჭები გასვლაზე მოგებით რეალურად კაიფობენ, არ აგდებენ ტემპს.

და, ლეიკერსის ლეგენდა მეჯიქ ჯონსონი ბრუკლინზეც საუბრობს.

მეჯიქი: ჯეიმს ჰარდენი გადავიდა ბრუკლინში, სადაც კევინ დიურანტი და კაირი ირვინგი არიან. საინტერესო გუნდი იქნება, მაგრამ ფინალს მაინც ლეიკერსი მოიგებს.

და, მეჯიქი ასიანია.

ბრუკლინს ჯერ აკლია სიღრმე და კაირი, რომელსაც პრობლემები აქვს. და, შესაბამისად ეს პრობლემები აქვს ბრუკლინსაც.

ლეიკერსი აუშვეს.

ბრუკლინი და სხვები ჯერ მაგრად შორს არიან.