ჰარდენის შემდეგ

ჯეიმს ჰარდენის ტრანსფერით ინდიანამ ჯეკპოტი მოხსნა. ინდიანა აღმოსავლეთის ტოპში ავიდა.

ინდიანამ დაიამტა კარის ლევერტი. რომელიც დომანტას საბონისის და მალკოლმ ბროგდონის ძალიან კარგ წყვილს დაეხმარება. და, ეს იქნება ერთ-ერთი უძლიერესი ტრიო.

ბლოკბასტერში პეისერზმა დაკარგა პოპულარული ვიქტორ ოლადიპო. რომელსაც ჰქონდა პრობლემები. ბურთის გაცემის და ნაკლებ სროლასთან შეგუების პრობლემები. ოლადიპომ ტრავმის შემდეგ დაკარგა სისწრაფე, მაგრამ მოთამაშე მაინც ბევრ სროლას და ყურადღებას ითხოვდა.

გუნდისთვის ეს მინუსი იყო. და, ინდიანამ გარისკა. და, ამ რისკმა უნდა გაამართლოს.

ოლადიპო ჰიუსტონში ირბენს. ლევერტი - აქ, ინდიანაპოლისში. და, იდეაში, ლევერტი დაბრუნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. დრაფტზე კარისი ინდიანამ აირჩია და შემდეგ, გაცვალა ტადეუშ იანგში.

ოლადიპომ ტრავმის შემდეგ ვერ აკრიფა, მაგრამ საბონისის და ბროგდონის, იშვიათად - მაილზ ტერნერის სტაბილურობით ინდიანა შევიდა ფლეი ოფში. კარგი ადგილით შევიდა. ოლადიპომ შარშან მხოლოდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 15 ქულაზე ნაკლებს აგროვებდა. ცოტაა. ოლადიპოსთვის ძალიან ცოტაა.

და, ვიქტორი, რომელიც მალე თავისუფალი აგენტი გახდება, მაიამი ჰიტში გაცვლას ითხოვდა. ნუ, თუ პატ რაილის და მისი, ოლადიპოს სურვილები დაემთხვეოდა.

და, რადგან ოლადიპოს კონტრაქტი უმთავრდებოდა, ინდიანა მას ისე, არაფერში ვერ გაუშვებდა.

და, გუნდმა დაირტყა ლევერტი.

ძალიან ძლიერი შემქნელი და დაუფასებელი დამცველი. ლევერტმა დაიწყო სამწლიანი კონტრაქტი, რომელშიც მოთამაშე 52 მილიონ დოლარს მიიღებს. მშვენიერი პირობები უნივერსალისთვის, რომელიც მაგარი ჭკვიანი და მიმწოლია.

კარისს მაგრად არ გაუმართლა. 2018/2019 წლების სეზონი ბიჭმა ოლსთარელივით გახსნა (21.0 ქულა, 4.6 მოხსნა, 3.0 პასი - კარისის სეზონური რეკორდები) და შემდეგ - აილეწა.

ლევერტი ოლადიპოზე უკეთ უნდა ჩაჯდეს ახალ გუნდში, მოერგოს ახალ გარემოცვას.

 

*****

 

2018/2019 წლებიდან ოლადიპო საშუალოდ 20.6 ქულას, 6.0 მოხსნას და 5.1 პასს აგროვებს. სროლის პროცენტი - 41.6/33.9/75.1.

ლევერტი, რომელსაც ამ მონაკვეთში ოლადიპოზე 33 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, იღებდა 21.3 ქულას, 5.2 მოხსნას და 5.6 პასს. პროცენტები - 42.8/34/3/70/9.

ლევერტს უმნიშვნელო უპირატესობა აქვს.

ამ სეზონში ოლადიპო შარშანდელ ოლადიპოზე უკეთესია - 21.6, 6.1 მოხსნა, 4.6 პასი.

და, პროგრესირებს ლევერტიც - 23.6, 7.8 პასი, 5.6 მოხსნა. და, იმ მატჩებში, როდესაც გუნდს აკლდა კევინ დიურანტი ან - კაირი ირვინგი, ან - ორივე ერთად, კარის ლევერტი გავიდა 26.3 ქულაზე, 7.3 პასზე და 4.3 მოხსნაზე. სერიოზულია.

ოლადიპო ამ რეგულარულში ინდიანაში მესამე კაცია. საბონისის და ბროგდონის შემდეგ.

ჯეიმს ჰარდენის ტრანსფერით ინდიანამ ჯეკპოტი მოხსნა.

ლევერტი დინამიტია.