ბილბაომ რეალი დაამარცხა და სუპერთასის ფინალში გავიდა (ვიდეო)

ესპანეთის სუპერთასის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბილბაო და რეალი შეხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, შეხვედრა ატლეტიკის სასარგებლოდ 2:1 დასრულდა. 

 

ბილბაოს მხრიდან ორივე გოლი რაულ გარსიამ გაიტანა. გამოცდილმა ფორვარდმა ჯერ მე-18 წუთზე შეაგდო, შემდეგ 38-ზე პენალტი ზუსტად შეასრულა. მართალია რეალს ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ გაიტანა, გოლის ავტორი კარიმ ბენზემაა. 

 

ესპანეთის სუპერთასის ფინალი 18 იანვარს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ბილბაო და ბარსელონა შეხვდებიან.