ბრაზილია და 6:0 თბილისში... ვიდეო, რომელიც ბევრს არ ექნება ნანახი

ვიდეო, რომელიც ბევრს არ ექნება ნანახი. 1985 წლის 1 სექტემბერი, თბილისი, მაშინდელი დინამოს სტადიონი, ანუ დინამო არენა. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალი.

 

მუნდიალი საბჭოთა კავშირში ჩატარდა, 16 გუნდი 4 ჯგუფად. და აქედან ერთი ჯგუფის ექვსივე თამაში თბილისში იყო, დინამოზე და ლოკომოტივზე. თან, რა ჯგუფი, ყველაზე ძლიერი! ბრაზილია, ესპანეთი, ირლანდია, საუდის არაბეთი. პირველ-მეორეზე ბრაზილია და ესპანეთი გავიდნენ და მეტიც, ფინალშიც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. ბრაზილიამ 1:0 მოიგო, დამატებით დროში მცველმა ენრიკემ გაიტანა...

 

ეს კი მეოთხედფინალია, რომელიც ასევე თბილისში გაიმართა: ბრაზილია-კოლუმბია. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორეში კი რაც მოხდა, ხედავთ...

 

სხვათა შორის, კოლუმბიელთა მეორე მეკარე იყო რენე იგიტა. აი, მერე კარიდან შორს გამოსვლებით და მორიელის დარტყმითაც რომ გახდა ცნობილი. კაპიტანი კი გახლდათ ვილსონ როდრიგესი - ხამეს როდრიგესის მამა.

 

ბრაზილია? ტაფარელი მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მაგარი ფეხბურთი ითამაშეს თავდამსხმელმა მიულერმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა სილასმაც.

 

გამოირჩეოდა ბალალო და გულშემატკივრების კერპი სწორედ ის იყო. სამწუხაროდ, კარგი კარიერა ვერ აეწყო.  

 

ბრაზილია-კოლუმბია 6:0

 

გოლები: ჟერსონი (51), სილასი (54), ჟერსონი (69), 4:0 დიდა (72), მიულერი (81), ჟერსონი (90)

 

ბრაზილიის შემადგენლობა: ტაფარელი - პოლასო, ენრიკე, ლუის კარლოსი, დიდა - ჟოაო ანტონიო, ტოსინი, სილასი, ჟერსონი - მიულერი, ბალალო

 

სათადარიგოები: ჩიკო, პაულო სეზარი, ანტონიო კარლოსი, მარსალი, ისაელი, ბინიო

 

მწვრთნელი: ჟელსონ ნუნეში