ლუკაკუ გარეთ

რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად აღიარეს, რომელიც ქვეყნის გარეთ თამაშობს. გამოდის მთლიანად ბელგიის საუკეთესო ფეხბურთელადაც, რადგან ბელგიელთა წამყვანი ძალა სწორედ ლეგიონერები არიან.

გამოკითხვაში ლუკაკუმ მან. სიტის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინსა და რეალის მეკარე ტიბო კურტუას აჯობა.

 

Romelu Lukaku scores brace as Inter Milan demolishes Genoa to share lead |  Sports News,The Indian Express

 

„მადლობა ჩემს თანაგუნდელებს ინტერში. ბიჭებო, თქვენ ყოველთვის მეხმარებით. მადლობა როგორც ინტერის ასევე ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს, იმისთვის, რომ ჩემს განვითარებაზე ფიქრობენ“, – თქვა ბელგიელმა ფორვარდმა.

ლუკაკუ ინტერში 2019 წლიდან თამაშობს. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა 16 მატჩი ითამაშა ნერაძურის შემადგენლობაში, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 3 საგოლე პასი.