983 დღიანი ტრავმის დასასრული - მარკო ვან გინკელი დაბრუნდა

არნემის ვიტესიდან პერსპექტიული და დიდი მომავლის მქონე მარკო ვან გინკელი ალბათ ბევრს გემახსოვრებათ, საბოლოოდ ფეხბურთელის კარიერა საკმაოდ უცნაურად და რთულად განვითარდა, ერედივიზიონის წინა ტურში პსვ შინ ალკმაარს მასპინძლობდა, დაახლოებით 1000 დღიანი ლოდინის და იძულებითი პაუზის შემდეგ მწვანე მინდორზე სწორედ ვან გინკელი გამოჩნდა. ფეხბურთელი ამ დროის განმავლობაში ტრავმას მკურნალობდა, აღდგენითმა პროცესმაც დიდხანს გასტანა, საბოლოოდ ნანატრი დღეც მოვიდა და გინკელმა მწვანე მინდორზე კვლავ შეაბიჯა.

 

კლუბის ექიმის განცხადებით მარკომ ამ პერიოდსი შესაშური ფსიქოლოგიური მდგრადობა აჩვენა, ის მოთმინებით და ნებისყოფით ელოდა ამ დღის დადგომას, ყველა პროცედურას და დავალებას ბოლომდე ზუსტად ასრულებდა. გინკელი აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მიწურულს ჩაერთო, მომდევნო ტურებში სავარაუდოდ მისი სათამაშო დრო გაიზრდება.

giorgi ratiani 15 იანვარი 2021 -15:24