მანჩესტერი თუ ლივერპულში იგებს....

ზეგ, პრემიერლიგასი დიდი მატჩია, დიდზე დიდი - ლივერპული მოულოდნელად აღზევებულ - მომძლავრებულ მანჩესტერს დაუხვდება. სტუმრები თუ მოიგებენ ჩემპიონს 6 ქულით გაასწრებენ და...

„ჩემპიონობას თუ შევძლებთ, დიდებული იქნება, მეორე და მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ვერ ვიტყვით, რომ კარგი სეზონი ჩავატერთ. მეორე-მესამე ადგილზე გასვლა ის არ არის, რაც სეზონის წინ მიზნად დავისახეთ, - ეს თქვა მანცესტერის ერთერთმა ლიდერმა მარკუს რაშფორდმა და განაგრძო, - ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ ვითარდება. ახლა კარგ ფორმაში ვართ, შესანიშნავი პერიოდი გვაქვს, ასე რომ, ერთადერთი, რაც მოგვეთხოვება, ყურადღების მოკრება და ამ შეხვედრაში მაქსიმუმის გაკეთებაა. ეს, ჯერ კიდევ გზის დასაწყისია.

 

The Making of Marcus Rashford - The New York Times

 

ახლანდელ მოგებებს შეიძლება უდიდესი წარმატებები მოჰყვეს. კარგია, რომ მანჩესტერის თავდასხმის ხაზი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენ შეგვიძლია ვცვალოთ პოზიციები, გავიტანოთ გოლები როგორც კომბინაციური თამაშით ასევე ინდივიდუალურად… ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ტიტულები გვსურს, მრავალფეროვნება უნდა შევინარჩუნოთ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე, პრემიერლიგაში, ნაირფეროვანი თამაშით ყველაზე მეტად ჩვენ გამოვირჩევით. ეს განსაკუთრებით შეტევის ხაზზე ითქმის,” - დასძინა 23 წლის მარკუს რაშფორდმა, ვისაც მიმდინარე სეზონში კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში 15 გოლი აქვს გატანილი.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მანჩესტერი ახლა მაგარ ფორმაშია, ოლე გუნარ სულშერის გუნდს პრემიერლიგაში 11 ტურია არ წაუგია, ამ 11 - დან კი 9 მოიგო.