აი, გოლის აღნიშვნა... (+video)

ბუნდესლიგაში ნათამაშევმა პარაგვაელმა ფორვარდმა რაულ ბობადილიამ ზედმეტად ემოციურად აღნიშნა გოლის გატანა. 33 წლის ბობადილია სამშობლოში, კლუბ გუარანში თამაშობს...

 

გაიტანა, მაისურა ხომ გაიხადა და მერე ტრუსებს მიადგა. მთლად ბოლომდე არ ჩავიდა, მაგრამ მაინც ვერ გამოუვიდა ზრდილობიანად. ამისთვის 5 მატჩით დასაჯეს და თანხასაც გადაახდევინებენ.

 

„ბოდიშს მოვიხდი. ემოციები ვერ შევიკავე. იმედია, ჩემს მეუღლეს არ უნახავს ეპიზოდი, თორემ ცუდი ღამე მექნება“ - განაცხადა ბობადილიამ თამაშის შემდეგ.

 

რაულ ბობადილია გლადბახსა და აუგსბურგში თამაშობდა. მანამდე ბაზელში, გრასჰოპერსსა და იანგ ბოიზშიც.