ჰარდენის 8 სეზონი (I ნაწილი)

ჯეიმს ჰარდენმა ჰიუსტონს დომინაცია, 8 კარგი სეზონი მისცა. ჯეიმს ჰარდენი ახლოს იყო სუპერფინალთან, მაგრამ დაიმტვრა კრის პოლი და ჰიუსტონმა ვერ გაქაჩა. გოლდენ სტეიტთან.

და, ჰიუსტონი ჰარდენის პრივატული გუნდი გახდა.

ჰარდენთან ერთად ჰიუსტონში შეიცვალა ფრენჩაიზის მფლობელი.

ჰარდენის დროს ჰიუსტონში მუშაობდა 4 მთავარი მწვრთნელი.

ჰარდენის ეპოქა იყო „როგორც ჯეიმსს აუდ..ბა“.

მარტივად. უბრალოდ, როგორც ჯეიმსს... ნუ, დანარჩენი უკვე ვთქვით.

ჰიუსტონს აქვს გასვლები ლოს ანჯელესში ან - ფინიქსში? გუნდი უნდა დარჩეს ქალაქში ერთი ან - ორი დღით. თუ ამ დროში სხვა მატჩი არ არის დაგეგმილი. მიზეზი - ჯეიმსს მოსწონს ლოს ანჯელესის და არიზონას ღამის კლუბები. ჯეიმსმა უნდა დაისვენოს.

თუ ჰიუსტონს დიდი დასვენება ჰქონდა, ჯეიმსი ურეკავდა მთავარ მწვრთნელს და მთავარი მწვრთნელი აცხადებდა ერთდღიან დასვენებას. ბიჭებო, ვისვენებთ ვარჯიშებისგან. ეს ჰარდენის სურვილი იყო. და, ეს უნდა შესრულებულიყო. ჰარდენი პირადი თვითმფრინავით ან - ვერტმფრენით გადადიოდა ლას ვეგასში და ერთობოდა.

ყველა ვარსკვლავის სამდღიანი აქციის შემდეგ, ჯეიმსი აუცილებლად იყო თავისუფალი პირველი ორი ვარჯიშიდან. მწვრთნელებმა ეს იცოდნენ.

და, ვარსკვლავი პერმანენტულად ცვლიდა შემადგენლობას.

 

*****

 

რეგულარულის დაწყებამდე ჯეიმსი, მთავარი მწვრთნელი და გენელარული მენეჯერი იკრიბებოდნენ ნეიტრალურ ლოკაციაზე და ჰარდენის სურვილებს უსმენდნენ.

ჯეიმსს არ მოსწონს, როგორ რეაგირებას ახდენს წაგებაზე ფიზმომზადების მწვრთნელი? ეს კაცი თავისუფალია!

ჯეიმსს არ მოსწონს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის სუნამო? ეს კაცი თავისუფალია!

ჯეიმსს არ მოსწონს, რომ მთავარი მწვრთნელი კევინ მაქჰეილი ზედმეტად ლოიალურია წაგებების შემდეგ? კევინ მაქჰეილი გაუშვეს!

ჯეიმსს არ მოეწონა დუაიტ ჰოვარდის რეაქცია, როდესაც მას, ჯეიმსს ტექნიკური მისცეს? ჰარდენი ამას დაიმახსოვრებს და ჰოვარდს გაუშვებენ!

ჯეიმსისთვის მიუღებელია, რომ კრის პოლი მას წუთშესვენების დროს რჩევას აძლევს? მას, ჰარდენს?! ყველას თვალწინ?! კრის პოლიც თავისუფალია, ის მალე გაიცვლება!

ჰიუსტონი ელიტ მოთამაშის გუნდი იყო და როგორც კი როკეტსი მის რომელიმე, თუნდაც, უმნიშვნელო სურვილს არ შეასრულებდა, ჰარდენი გაცვლას მოითხოვდა. და, გუნდმა რვა სეზონი გაქაჩა.

და, ბოლოს ჰარდენიც წავიდა. ჯეიმსი დაიღალა აქტიური უმოქმედობით და ჯეიმსს აქ უბრალოდ, მობეზრდა. გასართობი ამოიწურა.

ეს, უბრალოდ, ჰარდენია. სუპერვარსკვლავი, რომელიც ყოველთვის ერთობა და უფრო მაგრად გაერთობა.

 

*****

 

და, იცით? ეს არ იყო მხოლოდ ჰარდენის ბრალი.

აქ დამნაშავე თავდახრილი ჰიუსტონია, რომელმაც ჯეიმსს ყველაფრის უფლება მისცა. როგორც მანამდე ვთქვით, „როგორც ჯეიმსს აუდ..ბა“.

ჰარდენმა ჰიუსტონს სტაბილურობა მისცა. ჯეიმსის გადასვლამდე გუნდი ზედიზედ სამჯერ ვერ გავიდა ფლეი ოფში. ცუდი სერია. და, იმ მომენტში გუნდის გენერალურმა მენეჯერმა დერილ მოურიმ გარისკა.

მან ოკლაჰომას ძლიერი მსროლელი კევინ მარტინი, ძალიან კარგი ახალბედა ჯერემი ლამბი და დრაფტ-არჩევნების მთელი სერია მისცა. ახალგაზრდა ჰარდენში. იმ მომენტში - ოკლაჰომას მეექვსე მოთამაშეში, რომელმაც ერთადერთი სუპერფინალი ძალიან ცუდად ჩაატარა, შეეშინდა ლებრონ ჯეიმსის.

ჰიუსტონი და ჰარდენი ორჯერ შევიდნენ დასავლეთის ფინალში და ეს იყო ჯეიმსის მაქსიმუმი როკეტსთან ერთად. ჯეიმსი 2017/2018 წლების MVP გახდა. ჯეიმსი კიდევ ოთხჯერ ამ გამოკითხვის ტოპ სამში შევიდა. 6 სეზონში. სერიოზული სტაბილურობა. უშედეგო სტაბილურობა. და, ჰარდენი კმაყოფილი იყო.

და, ჰარდენი, რომელიც შეყვარებული იყო კალათბურთზე და საკუთარ თავზე, თითქმის ყოველთვის რჩებოდა ლიგის ლიდერებში წუთებით. ჯეიმსი დასვენებით იღლებოდა.

ლას ვეგასში გადაფრენის შემდეგ ის მაინც ყველაზე მოტივირებული და დასვენებული იყო. უვარჯიშებელმა ჰარდენმა ერთხელ 50-ქულიანი სამმაგი დუბლი დასვა. მანიაკი.

 

(გაგრძელება ხვალ).