ტრანსფერი - კანკავა ისევ საფრანგეთშია!

ჯაბა კანკავა ფრანგულ ვალანსიენში გადავიდა. ეს კლუბი საფრანგეთის ლიგა-2-ში მეათე ადგილზეა. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გაგრძლების პერსპექტივით. ჯაბა 6 ნომრით ითამაშებს. ეს ვალანსიენის საიტმა გამოაქვეყნა... 

 

კანკავა ორი წელი თამაშობდა საფრანგეთში, კერძოდ, რეიმსში 2015-2017 წლებში. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბოლოს ყაზახურ ტობოლში იყო.

 

ნაკრებში 93 მატჩი, 10 გოლი... ჯაბა ახლოსაა 100-იან ნიშნულთან, რომელსაც მხოლოდ ლევან კობიაშვილმა მიაღწია.