იანისის ანტირეკორდი

მილუოკიმ უნდა აკრიფოს. და, გუნდი დღესაც თითქმის მთლიანად ბერძენი ღმერთის სიზუსტეზე, განწყობაზე არის დამოკიდებული.

იანის ანტეტოკუმპოს მშვენიერი სეზონი აქვს. ოდნავ დააგდო ტემპი (საშუალოდ, 26.6 ქულა, 10.0 მოხსნა შარშანდელ 29.5 და 13.6-თან შედარებით), მაგრამ იანისი მოუმატებს.

და, უკეთესი იქნება ბაქსიც.

რომელიც პროცესში, დრიუ ჰოლიდეის უნარებს უკეთ გამოიყენებს და გუნდი აღმოსავლეთის ფავორიტი გახდება.

იდეაში, როგორც უნდა ყოფილიყო. ამ შემადგენლობით მხოლოდ მოგებას აქვს მუღამი.

დალასთან საინტერესო ჩეხვა მილუოკიმ 112:109 წამოიღო. და, იანისმა საკაიფო სტატისტიკა შეკრა - 31 ქულა, 9 მოხსნა, 21/14 თამაშიდან. იანისის კლასიკური სტატისტიკა. პასები არ იყო, მაგრამ ეს დროებითია.

უბრალოდ, იანისმა ერთ რამეში იაღლიში დაუშვა. ფორვარდმა 10 საჯარიმოდან მხოლოდ 1 (!) გამოიყენა.

აი, ეს ცოტა არ მოსულა. იანისისთვის არა, არავისთვის არ მოსულა. ამაზე კარგი პროცენტით საჯარიმოებს სტივ უანდერი შეასრულებს.

მილუოკის ისტორიაში ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მოთამაშისთვის, რომელმაც 10 და მეტი საჯარიმო შეასრულა.

იანისამდე იგივე (10% სიზუსტე საჯარიმოს ხაზიდან 10 და მეტი საჯარიმოს დროს) ჰქონდათ ცნობილ სნაიპერებს შაკილ ო’ნილს, ანდრე დრამონდს და ალ ჰორფორდს. ნუ, პირველ ორთან შედარებით, ჰორფორდი მართლაც ლარი ბერდია.

ამ სეზონში იანისმა საჯარიმოების 57.5 % გამოიყენა. შარშან - 61.8.

აი, აქ ბერძენმა უნდა მოუმატოს. აუცილებლად.