"აფხაზი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან" - რუსების ფილმი [ვიდეო]

რუსულ პოპულარულ სპორტულ საიტზე, Sports.ru-ზე ქართველებისთვის საინტერესო სტატია დაიწერა. კერძოდ, როგორ ემზადებიან აფხაზი ფეხბურთელები ConIFA-ს ეგიდით მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. ConIFA მსოფლიო ჩემპიონატს იმ ნაკრებებს შორის ატარებს, რომლებსაც FIFA არ აღიარებს. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ

 

"2016 წელს, ინტერნეტში ფოტო ვნახე, სადაც ჩანდა რომ აფხაზეთში ConIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ეს ორგანიზაცია ფიფას არა წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს ატარებს, ისეთებისთვის, როგორებიც: არ აღიარებული სახელმწიფოები, ავტონომიები და ნაციონალური უმცირესობები არიან. ეს კომბინაცია: "აფხაზეთი, ფეხბურთი, მსოფლიო ჩემპიონატი, არ აღიარებული სახელმწიფოები" ჩემთვის ძალიან საკვირველი აღმოჩნდა. ფოტორეპორტაჟმა ჩემი შთაბეჭდილებები მხოლოდ გაამძაფრა. 

 

ორი წლის შემდეგ, როდესაც რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებოდა და ლონდონში ConIFA-ს ჩემპიონატი უნდა გამართულიყო, მე სოხუმში წავედი, რათა აფხაზი ფეხბურთელები გამეცნო და ფილმი გადამეღო, შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის თუ როგორ ემზადებიან. უფრო მეტიც, ისინი 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. 

 

მადლიერი ვარ ფილმის ოპერატორის, კირილ კლაკოვის, რომელმაც, ჩემთან ერთად ეს მოგზაურობა გაიზიარა. ახლაც გაოცებული ვარ, დოკუმენტური ფილმების სიყვარულის როგორ შეუძლია უხილავი სამყაროსკენ გაგიძღვეს

 

მოგზაურობის შედეგი "არასტანდარტული პოზიციის" ფილმი გამოვიდა. პრემიერა, 2019 წლის დეკემბერში, არტდიკფესტის ფესტივალზე შედგა. ახლა, Sports.ru-ს გამომწერებს ვიწვევ ეს ფილმი ნახონ

 

ფილმის მოკლე შინაარსი:

 

2 კვირის შემდეგ, აფხაზი ფეხბურთელები ლონდონში მიემგზავრებიან. იქ მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი ქვეყნებისთვის ტარდება, რომლებიც აღიარებულები არ არიან ან ავტონომია აქვთ. აფხაზეთის ნაციონალურ გუნდს ამ ტურნირის მოგება ნებისმიერ ფასად სურს. ერთადერთი ამბავი, რაც მათ გეგმებს ჩრდილს აყენებდა, ის იყო, რომ არ იცოდნენ დიდი ბრიტანეთი ვიზას მისცემდა თუ არა..."

 

2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატზე" აფხაზეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა...