ხარები პლეი ოფისთვის იბრძვის

ვეფხვები-ხარები 13:28

ვეფხვები: ლ - სამხარაძე. 2ს,გ - ბეჟუაშვილი

 

ხარები:  4ლ - ბასილაია, მღებრიშვილი (2), ზედგინიძე. 4გ - ხუციშვილი

 

მსაჯი:  შოთა თევზაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მეოთხე ტურის გამოტოვებულ მატჩში პატარძეულის ვეფხვებმა რუსთავის ხარებს უმასპინძლა და 13:28 დამარცხდა. რუსთაველებმა მატჩის ბედი პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს, რომელშიც მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და 21:6 მოუგეს.

 

საბოლოოდ, ხარებმა ოთხი ლელო მიითვალა და საპრემიო ქულსაც გამოჰკრა ხელი. ოთხიდან ორი ლელო მესამეხაზელის, ჟორა მღებრშვილის ანგარიშზეა. რუსთაველთა გუნდი ამ გამარჯვებით დაწინაურებულებს წამოეწია და სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

 

 

На изображении может находиться: 1 человек, текст

 

 

ლიდერბეთის რჩეული კი, ვეფხვების ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე გახდა.

 

 

A ჯგუფი


სატურნირო მდგომარეობა

 

1. აკადემია - 22 ქულა, 2. იუნკერები - 18, 3. ლელო - 16, 4. ლოკომოტივი - 12, 5. ხარები - 11, 6. ვეფხვები - 4