იოზილს ახალ გუნდში ელოდებიან

მესუთ იოზილის მომავალი გაირკვა. 32 წლის ნახევარმცველი არსენალთან კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტავს და კარიერას ფენერბახჩეში გააგრძელებს. გამოცდილი ფეხბურთელი თურქებს უახლოეს დღეებში შეუერთდება. 

 

იოზილს არსენალში საქმე საკმაოდ აერია. მას გუნდის მესვეურებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, გარდა ამისა საკმაო ხანია არ უთამაშია. იოზილი მოედანზე ბოლოს 2020 წლის მარტში გავიდა, ამ სეზონში კი განაცხადში არ მოხვედრილა. წინა სეზონში მესუთმა 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლით შემოიფარგლა. შეგახსენებთ, რომ მეთოფეთა შემტევი ლონდონელებს 2013 წელს რეალიდან შეუერთდა. 

 

რაც შეეხება ფენერბახჩეს, გუნდს ამბიციური გეგმები აქვს. ეროლ ბულუთის შეგირდები 35 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლიდერ ბეშიქთაშს ბურთების შეფარდებით ჩამორჩებიან.