ანორთოსისმა მოიგო, ქვილითაიამ ისევ გაიტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში თემურ ქეცბაიას დამოძღვრილი ანორთოსისი ნეა სალამისს შეხვდა და 2:0 დაამარცხეს. მასპინძელთაგან პირველი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. ჩვენებურმა მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.

 

ქვილითაიას ანორთოსისში გადასვლა აშკარად გამოადგა. გიორგიმ ფამაგუსტელთა რიგებში მე-17 მატჩი ჩაატარა და მე-12 გოლი გაიტანა. 

 

რაც შეეხებათ ანორთოსისის სხვა ლეგიონერებს, გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მატჩი კვლავ ტრავმის გამო გამოტოვა. 

 

ანორთოსისი 39 ქულით მე-3 ადგილზეა და შემდეგ მატჩს სტუმრად აპოელთან ჩაატარებს.