ლაციოს ლამაზმანი ფანის შესრულებული პირობა - ფოტო მხოლოდ პირბადით

რომაული დერბი, სადაც ერთმანეთს ლაციო და რომა ხვდებიან იტალიაში ერთერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებად ითვლება. ეს დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ შედგა და ლაციომ მეტოქე 3:0 დაამარცხა. 

 

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ლაციოს ფანმა მსახიობმა ანა ფალციმ პირობა დადო, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ მატჩს მისი საყვარელი გუნდი მოიგებდა, ფოტოს გამოაქვეყნებდა, სადაც მხოლოდ პირბადით იქნებოდა. 48 წლის მსახიობმა პირობა შეასრულა და ინსტაგრამზე ფოტო დადო, რომელსაც მამაკაცები გულმოდგინედ ელოდნენ. 

 

ფალცი დიდი ხანია, რაც ლაციოს თავგამოდებული ფანია და ბუნებრივია დერბიში მოგებამ ძალზედ გაახარა. იგი იტალიაში ერთერთ ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება.