თითქმის... მანჯუკიჩი ახალ გრანდში?

დიდი შანსია, მარიო მანჯუკიჩი სერია ა-ში დაბრუნდეს. იტალიური საიტების ცნობით, ხორვატმა ფორვარდმა მილანთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და დარჩა მხოლოდ მისი აგენტის თანხმობა.

 

მანჯუკიჩი ბოლოს ყატარის ალ-დუჰაილში თამაშობდა, ისე კი, ნათამაშევი აქვს ვოლფსბურგში, ბაიერნში, ატლეტიკოსა და იუვენტუსში. მარიოს გოლი აქვს გატანილი ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში სხვადასხვა კლუბების მაისურით (ბაიერნი-დორტმუნდი, იუვე-რეალი) და ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში (საფრანგეთი-ხორვატია).

 

როგორც ჩანს, მილანში ვარაუდობენ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულად ვერ ჩაატარებს მატჩებს და დატვირთულ სეზონში სხვა გამოცდილი ფორვარდიც სჭირდებათ.