აია გალიდერდა

აია-არმაზი 33:13


აია:  4ლ - კოხოძე, აბრამიძე, შალიკაშვილი, გ.ბაბუნაშილი. 2ს,2გ,ა - გ.ბაბუნაშვილი

 

არმაზი: ლ - ბრეგვაძე. 2ს,გ - ჯინჭველაშვილი.

 

მსაჯი: ირაკლი ჭანუყვაძე

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მეოთხე ტურის გამოტოვებულ მატჩში ქუთააისის აიამ შინ მიიღო B ჯგუფის აუტსაიდერი მარნეულის არმაზი და 33:13 დაამარცა.

 

ქუთაისელმა მორაგბეებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაზეც საპასუხოდ მხოლოდ ერთი მიიღეს და საპრემიო ქულაც მიითვალეს. აიას რიგებში ყველაზე შედეგიანი მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი იყო, რომელმაც გუნდს 18 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ორი გარდასახვა, ამდენივე საჯარიმო და ერთი არეკნია.

 

ამ გამარჯვების შემდეგ აია B ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. არმაზი კი, ბოლო ადგილზეა.

 

ლიდერბეთის რჩეული აიას შერკინების ბურჯი პეტრე ჯინჭარაძე გახდა.

 

B ჯგუფი


სატურნირო მდგომარეობა

 

1. აია - 24 ქულა, 2. ყოჩები - 21, 3. ბათუმი - 16, 4. არესი - 12, 5. ჯიქი - 6, 6. არმაზი - 6