ტორესი ატლეტიკოში დაბრუნდა

ფერნანდო ტორესი მადრიდის ატლეტიკოში დაბრუნდა, გუნდში, რომლის ლეგენდადაც ესპანელი ითვლება. ტორესმა ატლეტიკოს მეორე გუნდი ჩაიბარა. აღნიშნული ცნობა Marca-მ გაავრცელა. 

 

ფეხბურთის გულშემატკივარმა ტორესი სწორედ ატლეტიკოში თამაშისას გაიცნო. 19 წლის ასაკში იგი როხიბლანკოს კაპიტანი გახლდათ, საიდანაც ლივერპულს მიაშურა. 2015-18 წლებში მან კვლავ მადრიდელთათვის ითამაშა. ტორესმა ატლეტიკოს მაისურით ჯამში 321 მატჩი ჩაატარა და 109 გოლი გაიტანა. 

 

ატლეტიკოს გარდა ტორესმა ლივერპულში, ჩელსიში, მილანში და ჩინურ საგან ტოსუში ითამაშა, სადაც 2019 წელს კარიერა დაასრულა. ტორესმა კარიერის მანძილზე ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და სხვა არაერთი ტიტული მოიგო.