დამდნარი რკინა

როჯერ ფედერერი სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა

რიგით 107-ე ავსტრალიის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ეყოლება. შარშანდელმა ტრიუმფატორმა, უბერებელმა როჯერ ფედერერმა ტიტული ვერ დაიცვა და ტურნირს მერვედფინალიდან გამოეთიშა. მთავარი სენსაციის შემოქმედი კი 20 წლის სტეფანოს ციციპასია, რომელმაც მანამდე ჩვენებურ ნიკოლოზ ბასილაშვილს აჯობა.

 

„6 წლის ვიყავი, როდესაც როჯერი კორტზე სასწაულებს ახდენდა. ის არა მხოლოდ ჩოგბურთის, ზოგადად სპორტის ლეგენდაა. ემოციებისგან სიტყვები არ მყოფნის“ - იტყვის მოგვიანებით ბერძენი ჩოგბურთელი, რომელიც ამჟამად რეიტინგის მე-15 ნომერია.

 

მატჩი, რომელიც თითქმის 4 საათს გაგრძელდა როჯერ ფედერერმა - 7:6, 6:7 , 5:7, 6:7 5:7 წააგო.

 

მეოთხედფინალში სტეფანოს ციციპასი ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.