50! პეპის გამონათქვამები

პეპ გვარდიოლა 50 წლის გახდა. ტოპ-მწვრთნელი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და ულამაზესი გუნდი ჰყავდა: 2008-2012 წლების ბარსელონა.

 

გვარდიოლამ მას მერე ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო ვერც ბაიერნში და ვერც მანჩესტერ სიტიში, თუმცა ფლეი-ოფებისგან განსხვავებით, მარათონში ძალიან მაგრები არიან მისი გუნდები.

 

პეპის გამორჩეული ფრაზები:

 

„ფილმი თუ არ მომწონს, მთელი კინოთეატრის გასაგონად არ ვუსტვენ. ასეა ესპანეთის ჰიმნზეც: ყველა ადამიანის აზრს პატივი უნდა სცე“

 

„როცა ერთ გუნდში დიდხანს მუშაობ, დგება მომენტი, ფეხბურთელები მწვრთნელით იღლებიან და მწვრთნელიც იღლება ფეხბურთელებით. უბრალოდ, დილით ადრე დგები და ხვდები, რომ უნდა წახვიდე“


 

„შეიძლება ფინალი წააგო და მაინც მსოფლიოში საუკეთესო გუნდად დარჩე. მაგრამ მხოლოდ მოგების შემთხვევაში თუ გახდები მარადიული“

 

„სტილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, დემონსტრაციაა იმისა, რომ გულშემატკივრებს ვაფასებთ და გვიყვარს“

 

„ფეხბურთი სიგიჟეა. გონების ერთი მხარე მეუბნება, რომ ფეხბურთში მთელი ცხოვრება დავრჩე, მეორე კი მირჩევს, რომ გავექცე“

 

„ადამიანი, რომელიც სოკოებს კრეფს, არ შეიძლება ცუდი ადამიანი იყოს. როცა ჩავის თავისუფალი დღე აქვს, ხშირად მიდის ქალაქგარეთ სოკოს საკრეფად“

 

„ახალგაზრდა თაობას ინიესტას მაგალითს მოვუყვანდი. ფანტასტიკურად თამაშობს ფეხბურთს, საამისოდ კი არც შეღებილი თმები სჭირდება და არც ტატუები“

 

„ჩემი ფილოსოფია მარტივია: არაა ბურთი - არაა პასი, არაა პასი - არაა კონტროლი, არაა კონტროლი - არაა ფეხბურთი“

 


 

„მოვა დრო და შვილიშვილებს მოვუყვები, რომ ლეო მესის ვწვრთნიდი“

 

„ვცდილობდი, მესი საუკეთესო ფეხბურთელად მექცია. ამ დროს კი მანაც საუკეთესო მწვრთნელად მაქცია“

 

„მწვრთნელს უნდა შეძლოს ჟურნალისტებთან ნიუანსების ახსნა. ამაზეა დამოკიდებული, ხვალ გაზეთებში შენზე რას წაიკითხავ“

 

„როცა 6:0-ს იგებ, რთულია, რამე ისწავლო“

 

„ფერგიუსონმა რესტორანში დამპატიჟა. კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ინგლისური არცთუ კარგია და როცა ფერგიუსონი სწრაფად ლაპარაკობდა, ვერ ვიგებდი. შესაძლოა, მან მანჩესტერში მოსვლაზე წინადადება შემომთავაზა და ვერ მივხვდი“