9 მარტიდან ინტერს ახალი სახელი და ლოგო ექნება.
Football Club Internazionale Milano ოფიციალურად გახდება Inter Milano. შეიცვლება ლოგოც, იქიდან ასო F ამოვარდება, I და M კი დარჩება.
უახლოეს თვეებში რებრენდინგის გარდა კლუბში კიდევ არა-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება.
ერთ-ერთი ბრიტანული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გარკვეული წილის გამოსყიდვის თაობაზე. მოგეხსენბათ, „ინტერის“ ისტორიული სპონსორი საბურავების მწარმოებელი ფირმა Pirelli-ა.