მელიამ გრან-პრი მოიგო! [ვიდეო]

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი დელანის სახელობის გრან-პრი, რომელიც საფრანგეთში, კერძოდ - ქალაქ ნიცაში მიმდინარეობს, გიორგი მელიასთვის (97კგ) წარმატებული გამოდგა - ქართველმა პირველობა არავის დაუთმო. 

 

ჯგუფურ ეტაპზე, ჯერ დანიელ მილერი (8:0), შემდეგ პოლონელი გერარდ კურნიჩაკი (9:0) და ბოლოს დანიელ გასტელი (2:1) დაამარცხა, ნახევარფინალში, კიდევ ერთი ავსტრიელს, მარკუს რაგინგერს (4:1) მოუგო, პირველობა კი აზერბაიჯანელ მურად ლოკიაევის ძლევის შემდეგ იზეიმა. 

 

გურამ ხეცურიანმა (87 კგ) და სულხან ბუიძემ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.