ფეხბურთელს კოვიდ 19 შესვენებაზე დაუდასტურდა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს

ბრაზილიის ჩემპიონატში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, სერია ბ-ს შეხვედრაში მასპინძელი "ავაის" ფეხბურელს კორონა ვირუსი ტაიმებს შორის შესვენებაზე დაუდასტურდა, რის შემდეაგც ფეხბურთელი შეცვალეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა მისმა ტესტმა ზუსტი პასუხი არ აჩვენა, ფეხბურთელს თამაშის უფლება მისცეს, რადგან ვირუსის არანაირი სიმპტომი არ ქონდა, განმეორებითი ტესტის პასუხი კლუბმა შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღო, ეს პასუხი დადებითი აღმოჩნდა, შესაბამისად ვალდივია მთელი 45 წუთის მანძილზე ინფიცირებული თამაშობდა და ახლო კონტაქტში იყო შეხვედრის არბიტრტთან და თითქმის ყველა ფეხბურთელთან.

giorgi ratiani 18 იანვარი 2021 -18:36