სქოულზიც იწყებს!

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, 44 წლის პოლ სქოულზი სამწვრთნელო კარიერას იწყებს.

ბრიტანული The Thelegraph-ის ცნობით, ინგლისური ოლდჰემ ატლეტიკის მთავარი მწვრთნელი გახდება.

 

სხვათა შორის, სქოულზი ბავშვობაში ამ კლუბის ფანი ყოფილა. ოლდჰემ ატლეტიკი 124 წლისაა. კლუბი ამჟამად რანგით მეოთხე ლიგაში მე-12 ადგილზეა.

 

სქოულზმა 20 სეზონი ჩაატარა მანჩესტერ იუნაიტედში და სხვა კლუბში, პროფესიონალურ დონეზე, არც უთამაშია. თან, რა წლებში ითამაშა: 1993-2013. 11-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სხვაც იმდენი ტიტული აქვს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.