კონორი და ხაბიბი სასტუმროში კინაღამ ერთმანეთს შეხვდნენ [VIDEO]

UFC 257 მოახლოვდა და შესაბამისად მებრძოლები აბუ დაბიში ბინავდებიან. ივენთის მთავარი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი სასტუმროში სულ ცოტა ხნის წინ მივიდა, ამავე სასტუმროში იმყოფება ხაბიბ ნურმაგომედოვი და დიდი იყო შანსი, რომ მაკგრეგორის სასტუმროში შესვლისთანავე შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა ხაბიბი ჰოლში 30 წამის შემდეგ გამოჩნდა. საინტერესოა, მთელი მათი ისტორიის შემდეგ როგორი იქნებოდა მებრძოლების პირისპირ გადაკვეთა. თუმცა ბრძოლამდე კიდევ 1 კვირა დაარჩენილი, ხაბიბიც და კონორიც სასტუმროში რჩებიან, ვნახოთ თუ გადაეყრებიან კვლავ ერთმანეთს.