კევინ 100-სტი

ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა მე-100 ასისტი გააკეთა მანჩესტერ სიტის მაისურით. ეს კრისტალ პალასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში. დე ბრუინი სიტის ყველა დროის რეკორდსმენია საგოლე პასების მხრივ...

 

მხოლოდ პრემიერლიგას თუ ავიღებთ, 76 ასისტი აქვს ბელგიელს და მე-11 ადგილზეა. პირველზე კი რაიან გიგზი გახლავთ - 162 პასი! მეორე-მესამეზე სესკ ფაბრეგასი (111) და უეინ რუნი (103) არიან.

 

მოქმედი ფეხბურთელებიდან დე ბრუინზე მეტი ასისტი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს: ლივერპულის ჯეიმს მილნერს - 82.