სტეფ კარიმ Fakeრსი დამარხა

ლებრონ ჯეიმსი მოქმედი ჩემპიონია.

ლებრონ ჯეიმსი მაიკლ ჯორდანთან ჩამორჩენის შემცირებას ცდილობს. ლებრონ ჯეიმსი ჯიუტი ტიპია.

და, ლებრონ ჯეიმსი აგებს გოლდენ სტეიტთან. ხდება ხოლმე. ლებრონის შემთხვევაში - ხშირად ხდება ხოლმე.

თუნდაც, ამ გუნდთან, რომელსაც აკლია კლეი ტომფსონი. რომელმაც ვერ შეინარჩუნა კევინ დიურანტი. რომელსაც ცენტრზე პირველწლიანი ბავშვი ჰყავს. და, ამ გოლდენ სტეიტმა დაქაჩა დიდი ჰანდიკაპი და ლოს ანჯელესს ლოს ანჯელესში ატკინა.

 

125:123.


სტეფმა მაგარი ცუდი პროცენტით (22/8, 26 ქულა, 7 პასი) ისროლა. სტეფს აკლდა ბარსი სვლები, აგრესია. და, მაინც კარიმ გადაწყვიტა. ბოლოსწინა წუთზე სტეფმა წაიცეკვა ენტონი დევისთან (17 ქულა, 17 მოხსნა, 7 პასი, 3 დაფარება), გაჭრა დისტანცია და დევისის ხელიდან გლიჯა სამიანი!

შემდეგ, როდესაც მსაჯებმა ფოლებით ცოტა დაძაბეს ამბები, სტეფმა ორი სროლა გამოიყენა და ლეიკერსს ბოლო შანსი მისცა.

ეს შანსი, ეს სროლა ლებრონმა აიღო.

და, ვერ ჩააგდო.

ჩემპიონი აგებს.

ჩემპიონი დღესაც საუკეთესო გუნდია, მაგრამ როდესაც არენაზე გამოდის პატარა მოცეკვავე, ლეიკერსს იქ ეხაზება. საკუთარ დარბაზში, სხვის დარბაზში, ქუჩაში, საუნაში - კარი ყოველთვის მზად არის ლოს ანჯელესისთვის.

და, ეს არ იცვლება.

შევაქოთ კელი უბრე (26 ქულა, საკაიფო დაცვა) და არ შევაქოთ ლებრონი (19 ქულა, 5 შეცდომა, 16/6).

სხვებთან დომინანტი, გოლდენ სტეიტთან - Fakeრსი.

ველოდებით ამ გუნდების შემდეგ ჩეხვას.