სტეფFather

სტეფ კარი ლიგის არაოფიციალური ბოსია.

ლებრონ ჯეიმსი რჩება საუკეთესო მოთამაშედ.

კევინ დიურანტი არის ყველაზე შეუჩერებელი შემტევი.

ჯეიმს ჰარდენი ხარჯავს ყველაზე დიდ მაყუთს ნაშებში.

და, სტეფ კარი ყველაზე გავლენიანი, შეუჩერებელი ვარსკვლავია. ის, ვინც ცვლის ყველაფერს.

ლეიკერსთან 115:113 მოგებით სტეფმა გაუთანაბრა პირადი ამბები ლებრონს - 7:7. რეგულარულში.

ფლეი ოფში კარი 15:7 უგებს მეფეს, მაგრამ ეს ცოტა უსამართლოა. იქ, ფლეი ოფში სტეფს სხვა დაქირავებული მკვლელები ეხმარებოდნენ და ლებრონი თითქმის ყოველთვის ბალასტით იგებდა.

12 სეზონი ერთად. ამ საოცარ ლიგაში. სტეფი არ იღლება და, განსხვავებით ლებრონისგან, კარის ამ სეზონში მძიმე მისია აქვს. სტეფმა დაშლილი გუნდით ფლეი ოფი უნდა ითამაშოს. და, შეიძლება, ვერც გაქაჩოს. დასავლეთში ბევრი მშიერი ძაღლია.

ლებრონს 18 სეზონში 4 მოგებული ფინალი აქვს. კარის - 3 ჯეკპოტი 12 სეზონში.

კარი ამ გოლდენ სტეიტის მამობილია. რომელიც ურჩ შვილებს ხანდახან კუთხეში აყენებს. ეს საჭიროა. დისციპლინისთვის.

და, ეს გარჩევა 28 თებერვალს გაგრძელდება. როდესაც გოლდენ სტეიტი კიდევ ერთხელ ეწვევა სტეიპლს სენტრს.

მორიგი სისხლიანი გარჩევისთვის.