20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ გაუქმდა

მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდე მორაბეთა შორის, რომელიც იტალიაში უნდა გამართულიყო, ისევ გაუქმდა. ინფორმაციის წყრო Americasrugbynews-ია და მის მიერ გავრცელებულიცნობები, როგრც წესი ოფიციალურადაც დასტურდება.

 

მიზეზი ისევ კორონავირუსია, რომლის გამოც 2020 წელს გასამართი ტურნირიც გაუქმდა. წლეულს შეჯიბრისთვის იტალიას უნდა ემასპინძლა, მაგრამ სიტუაცია ისევ შეიცვალა და ტურნირი 2022 წლისთვის გადაიდო.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ მეხუთედ უნდა ეასპარეზა, B ჯგუფში მეტოქეებად ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და უელსის ნაკრებები ჰყავდა. სად და როდის გაიმართება 2022 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჯერ ცნობილი არაა.