ენტონი დევისი წრუპავს ჩემპიონობას

ლეიკერსი ლებრონ ჯეიმსის გუნდია. ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსის დონია. უფრო წონადი, ვიდრე - ვიტო კორლეონე მარიო პიუზოს შედევრში.

და, იქ მეორე მობსტერიც დგას. ან - არ დგას და, ჯერ ისვენებს.

ის, ვინც MVP-ს ფავორიტი უნდა ყოფილიყო. და, ჯერ არ არის. ალბათ, ამ სეზონში არც გახდება.

ენტონი დევისი.

ახალი სეზონი დევისისთვის ახალი შანსი უნდა ყოფილიყო. რომ საჩემპიონო გარბენის შემდეგ პერსონალური ჯეკპოტისთვის ეხმაურა.

და, დევისი მშვიდად არის. ისვენებს, წრუპავს ჩემპიონობას და ელოდება ფლეი ოფს. და, იქ ლეიკერსმა ჩემპიონობა უნდა დაიცვას. შარშანდელი დევისის გარეშე გუნდი ამას ვერ გააკეთებს. შანსი არ არის.

დევისის გუნდი კონფერენციის მთავარი ფავორიტია. დანარჩენები დისტანციაზე არიან.

ლებრონ ჯეიმსმა თითქოს, კარგად უნდა დაისვენოს მოკლე პაუზის შემდეგ.

და, ეს ფაქტორები დევისის დომინაციას ხელს უნდა უწყობდეს. და, ვიღებთ რას?

პრაიმში შესული სუპერვარსკვლავის მშვიდ, პასიურ, ეკონომ სეზონს. თითქოს, იქ, ლეიკერსში მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია, რომელიც ვარსკვლავებს ფლეი ოფის წინ მაქსიმალურად ასვენებს. და, არ ფიქრობს რეკორდებზე, აღიარებაზე.

მიდი, დაშალე ყველა და მოიგო MVP.

და, დევისი არ არის დაინტერესებული ამაში. ჩემპიონობის მუღამმა, ჩემპიონობის კაიფმა მოკლა ეს თემა. სეზონის სტარტზე ენტონის თავიდან ბოლომდე მხოლოდ ორი-სამი მატჩი აქვს ჩატარებული. ხვდებით, ხო? ისე, რომ თქვა, ეს მართლა მაგარი მოტივირებულია, დაიშალეთ!

თითქოს, დევისს აქვს კარიერაში გამორჩეული მაჩვენებლები თამაშიდან (53.2 %) და სამიანიდან (36.1 %), მაგრამ ენტონი რეგრესირებს ქულებში (21.3), მოხსნებში (9.0) და დაფარებებში (1.9). დევისის მეორე სეზონის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლები.

დიდი ბიჭი ფლეი ოფისთვის წელში გაიმართება, აზრზე მოვა და შეუბერავს. უბრალოდ,ეს არ იქნება საკმარისი MVP-სთვის.

და, იცით? დევისი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს.