საინტერესო და კურიოზული ამბავი ზამბიის უმაღლეს ლიგაში. მასპინძელი ფორესტ რეინჯერსის მწვრთნელმა ჩარლზ ჩილეშმა პრიზონ ლეოპარდსთან თამაშის წინ, კარის ძელებს რაღაც უცხო ნივთიერება შეასხა, თან რიტუალი ჩაატარა და მეტოქის წარმომადგენლები გააბრაზა - შავ მაგიას იყენებსო.
A video has been shared of the moment suspended Forest Rangers FC goalkeeping coach Charles Chileshe was seen sprinkling an unknown substance and simulating to urinated or actually urinating against a goalpost before his team's match with Prison Leopards on Saturday. pic.twitter.com/VapGc1fEUx
— ZambianSoccerNet (@ZambiaSoccerNet) January 18, 2021
ისე, ამან ვერ უშველა. მასპინძლებმა 0:2 წააგეს.
კიდევ ის მოხდა, რომ კამერუნში მიმდინარე აფრიკის თასზე ზიმბაბვეს ნაკრების მწვრთნელმა ზდრავკო ლოგარუშიჩმა მკვდარ ღამურასთან გადაიღო ფოტო. მწვრთნელმა ეს ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: „ჯადო კამერუნში“.
კამერუნმა 1:0 მოუგო ზიმბაბვეს. ისე, ღამურის მოკვლა აფრიკის ბევრ ქვეყანაში შავი მაგიის ერთ-ერთი რიტუალი ყოფილა და მათი გათვლით, წარმატება მოაქვს. 2017 წელს აფრიკის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში სენეგალელმა იბრაიმ ნდიაიემ ზამბიას გოლი გაუტანა, თან უცებ გეტრიდან ამოაძრო მკვდარი ღამურა და მეტოქეს ესროლა...