მჭედლიშვილი ისევ საქართველოს ჩემპიონატში

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ წყალტუბის სამგურალს ძლიერი ახალწვეული ჰყავს: მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბოლოს ლატვიის ვენტსპილსში იყო, მანამდე კი ხორვატიის გორიცაშიც გახლდათ.

 

მჭედლიშვილს საქართველოს სხვადასხვა გუნდებში აქვს ნათამაშევი, მათ შორის, საუკეთესო პერიოდი, ალბათ, თბილისის დინამოსა და სამტრედიაში ჰქონდა: 2016 წელს სამტრედიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ნაკრების კანდიდატიც იყო. ინფორმაცია (+ ფოტო) სამგურალის პრესსამსახურისაა.