შეფილდი და ჯესი

ერთ დროს ინგლისური ფეხბურთის იმედს, მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ ჯესი ლინგარდს, კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა: შეფილდ იუნაიტედი ეპატიჟება სრულყოფილი კონტრაქტით, ან იჯარის წესით.

შეფილდელთა ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ თუ ლინგარდი ზამთარში მათ კლუბში გადავა, მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ამისდაკვალად, უფრო სოლიდურ კლუბში და ინგლისის ნაკრებში კვლავ მოხვედრის მეტი შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ლინგარდის ყიდვის მსურველები ვესტ ჰემი და ფრანგული ნიცა არიან, თუმცა შეფილდელებს სერიოზულად განუზრახავთ 28 წლის  შუახაზელის გადაბირება, რომელსაც თავის დროზე ინგლისის ნაკრებში 24 მატჩი ჩაუტარებია და 4 გოლი გაუტანია.

 

Jesse Lingard brutally honest after scoring rare Man Utd goal