რკინიგზელებმა პლეიოფისკენ ერთი ნაბიჯი გადადგეს

ლოკომოტივი-ლელო 27:19


ლოკომოტივი:  2ლ - წიკლაური, წივწივაძე. 5ს,2გ - წიკლაური

 

სინბინი: ტურაშვილი, ყველაიძე, გეგია, ვ.ქვათაძე

 

ლელო:  3ლ - კალანდაძე (2), პერანიძე. 2გ - კალანდაძე

 

სინბინი: სიხარულიძე

 

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

 

ლიდერბეთი დიდი 10-ის მეშვიდე ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის ლოკომოტივმა თბილისის ლელოს უმასპინძლა და 27:19 დაამარცხა. რკინიგზელებმა უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდეს და 57-ე წუთისთვის უკვე 24:7 იგებდნენ. დროის დარჩენილ მონაკვეთში ლელოელებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ლოკომოტივის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ფულ ბეკი ბექა წიკლაური იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ხუთი საჯარიმო და ორი გარდასხვა). ლელოს შემადგენლობაში კი, ასეთი ასევე ფულ ბეკი დიტო კალანდაძე გახლდათ, რომელმაც 14 ქულის მოგროვება შეძლო (ორი ლელო და ორი გარდასახვა)

 

На изображении может находиться: 1 человек, занимается спортом и текст

 

ლიდერბეთის რჩეული კი, ლოკომოტივის შერკინების კვაჭი ირაკლი ქვათაძე გახდა.