ჯიქი-არესი 10:23
ჯიქი: ლ - მინდიაშვილი. ს,გ - ნიკოლავა
არესი: 3ლ - შვანგირაძე, მასხარაშვილი, დანგაძე. 2ს - აბაშიძე. გ - გობეჯიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე
ლიდერბეთი დიდი 10-ის მეშვიდე ტურში B ჯგუფის აუტსაიდერმა გორის ჯიქმა შინ მიიღო ქუთაისის არესი და 10:23 დამარცხდა.
ქუთათურებმა პირველი ტაიმი 6:3 მოიგეს. თუმცა, შესვენების შემდეგ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და სამი ლელოს გატანა შეძლეს. რაზეც გორელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.
ლიდერბეთის რჩეული, არესის შუამარბი ამირან შვანგირაძე გახდა.