სკანდალი? მარადონა, ექიმი, ყალბი ხელმოწერები

დიეგო მარადონას გარდაცვალების ამბავზე ახალი დეტალები გაირკვა. ანალიზების მიხედვით, დიეგოს პირად ექიმ ლეოპოლდო ლუკეს სერიოზული დარღვევები აღმოუჩინეს. გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ლუკემ მარადონას ყალბი ხელმოწერა გამოიყენა სამედიცინო დოკუმენტებში, რათა ჰქონოდა წვდომა პაციენტის ჯანმრთელობის ჩანაწერებზე...

 

მარადონას ავადმყოფობის ისტორიიდან სამი ფურცელი იპოვნეს ლუკეს პირად ნივთებში, რაც სამედიცინო საიდუმლოებების აშკარა დარღვევაა“ - წერია დასკვნაში. ზოგადად ამ ინფორმაციებს ცნობილი ესპანური Marca ავრცელებს.

 

ექიმმა ლუკამ განაცხადა, რომ მხოლოდ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი დიეგოსთან.

 

„ყველანი მიჩვეულები იყვნენ, რომ დიეგოსგან მხოლოდ მე შემეძლო სამედიცინო წვრილმანებზე ინფორმაციების მიღება. ვერავინ ვერ გაბედა მის ოთახში შესვლა. მერე კი მე დამაიგნორეს ყველა სხდომაზე, რადგან ჩემზე ეჭვი გაუჩნდათ“.

 

ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა ლუკეს მისამართით უკვე არის ბრალდება მარადონას განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლეგენდარული არგენტინელის ქალიშვილებმა ნოემბრის ბოლოსაც შეიტანეს ეჭვი ლუკეს კეთილსინდისიერებაში, თუმცა მაშინ გულგრილობას აბრალებდნენ. ამჯერად კი საქმემ სხვა სახე მიიღო.

 

სიკვდილის მიზეზს შეგახსენებთ: დიეგო განიცდიდა გაფართოებულ კარდიომიოპათიას და გარდაცვალების მიზეზი იყო ფილტვების მწვავე შეშუპება, რაც გულის ქრონიკულმა უკმარისობამ განაპირობა.