ზივზივაძემ უნგრეთში გაიტანა (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, რომლის ფერეჰვარმაც უჟპესტს სტუმრად 5:0 მოუგო. ზივზივაძემ, რომელმაც მოედანზე 67 წუთი გაატარა, ანგარიში 3:0 გახადა. აღსანიშნავია, რომ ბუდუმ გოლის გარდა თავი 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა.

 

 

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე ფერეჰვარში შარშან ზაფხულში მეზოკოვეშდიდან გადავიდა. უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მან 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 

 

ფერეჰვარი 32 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ფერენცვაროშს 7 ქულით ჩამორჩება. უახლოეს მატჩს ზივზივაძის გუნდი კისვადას წინააღმდეგ ჩაატარებს.