კონორ მაკგრეგორი დასტინ პორიესთან მეორე რაუნდის მიწურულს ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სენსაციაა, რადგან თავად ხაბიბ ნურმაგომედოვიც კი კონორის გამარჯვებას ვარუდობდა პირველ ორ რაუნდში. ობიექტურადაც რომ შევხედოთ, გარდა ბოლო მომენტისა, კონორს მთელი ბრძოლა მიჰყავდა. კონორის მარცხზე კომენტარი ხაბიბ ნურმაგომედოვმაც მალევე გააკეთა - "აი ეს ხდება, როცა იცვლი გუნდს, ტოვებ სპარინგ პარტნიორებს ვინც შენ ჩემპიონად გაქცია და სპარინგობ პატარა ბავშვებთან, სადღაც შორს რეალობისგან..."
This is what happened, when you change your team, leave the sparring partners who made you a champion and sparring with little kids, far away from reality.