3 დებიუტანტით 6 ერზე

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ედი ჯოუნსმა განაცხადა, რომ "ალისფერი ვარდების" ამ შემადგენლობამ თავისი პოტენციალი ამოწურა და წარადგინა განვითარების ახალი გეგმა: 2020 წელს შემადგენლობის 25% შეიცვლებოდა, 2021-ში 50%, 2022-ში კი 75%.

ავსტრალიელი სპეციალისტი თავის სიტყვას ასრულებს და აგრძელებს ინგლისის ნაკრების გაახალგაზრდავებას. «ცბიერმა ედიმ» 2021 წლის 6 ერისთვის 28 მორაგბე შეარჩია, სადაც 3 დებიუტანტია.


 პაოლო ოდოგვუ - «ვოსფსის» 23 წლის უკანახაზელი, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია ითამაშოს როგორც ფრთაზე (11,14), ასევე შუამარბად (12,13). პაოლოს იტალიური ფესვებიც გააჩნია და «სკუადრას» სამწვრთნელო შტაბს ძალიან დიდი იმედი ქონდა, რომ მორაგბე სწორედ მათკენ წავიდოდა, თუმცა ოდოგვუ ინგლისში რჩება.

 გარი რენდალი - «ბრისტოლ ბეარზის» 23 წლის უკანახაზელი (N9), რომლის დამატებაზეც პრეტენზია უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ქონდა, თუმცა ჯოუნსმა რენდალის ნაკრებში გამოძახებით მეტოქეც დაასუსტა და საკუთარი რაზმიც გააძლიერა.

 ბენო ობანო - «ბასის» შერკინების პირველხაზელი, რომელიც ჯერკიდევ 2017 წელს გამოიძახეს სანაკრებო შეკრებაზე, თუმცა ვერცერთი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. ბენოს ინგლისის ჩემპიონატში მშვენიერი სეზონი აქვს და შესაბამისად ჯოუნსი მას შანსს აუცილებლად მისცემს.

უკანა ხაზი

ელიოტ დეილი (სარასენზი, 47 კეპი)
ოუენ ფარელი (სარასენზი, 88 კეპი)
ჯორჯ ფორდი (ლესტერ თაიგერზი, 72 კეპი)
ოლი ლოურენსი (ვორჩესტერი, 3 კეპი)
მაქს მალინსი (ბრისტოლ ბეარზი, 3 კეპი)
ჯონი მეი (გლოსტერი, 61 კეპი)
პაოლო ოდოგვუ (ვოსფსი, 0 კეპი)
ჰარი რენდოლი (ბრისტოლ ბეარზი, 0 კეპი)
დენ რობსონი (ვოსფსი, 7 კეპი)
ჰენრი სლეიდი (ექსეტერ ჩიფსი, 34 კეპი)
ანტონი ვოტსონი (ბასი, 46 კეპი)
ბენ იანგზი(ლესტერ თაიგერზი, 104 კეპი)

შერკინება

ლუკ ქოვან დიქი (ექსეტერ ჩიფსი, 26 კეპი)
ტომ კარი (სეილ შარქსი, 28 კეპი)
ბენ ერლი (ბრისტოლ ბეარზი, 8 კეპი )
ელის გენჯი (ლესტერ თაიგერზი, 23 კეპი)
ჯეიმი ჯორჯი ( სარასენზი 54 კეპი)
ჯონი ჰილი (ექსეტერ ჩიფსი, 4 კეპი)
მარო იტოჟე (სარასენზი, 43 კეპი)
ჯო ლანჩრბრი (ვოსფსი, 69 კეპი)
კორტნი ლოუზი (ნორსჰემპტონ საინთსი, 85 კეპი)
ჯო მარლერი (ჰარლექვინზი, 72 კეპი)
ბენო ობანო (ბასი, 0 კეპი)
ვილ სტიუარტი (ბასი, 8 კეპი)
სემ ანდერჰილი (ბასი, 22 კეპი)
ბილი ვუნიპოლა (სარასენზი, 56 კეპი)
ჰარი უილიამსი (ექსეტერ ჩიფსი, 18 კეპი)
მარკ ვილსონი (ნიუკასლ ფალკონზი, 19 კეპი)

 

ტურნირის განაცხადში შესაყვან 28 მორაგბესთან ერთად ედი ჯოუნსმა დაასახელა 12 მორაგბე, რომლებიც რეზერვში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან ძირითად გუნდს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კაილ სინკლერისთვის ადგილი სარეზერვო გუნდშიც კი არ მოიძებნა, სამაგიეროდ იქ 6 ისეთ მორაგბეს ვხედავთ, რომელაც არასდროს მოურგია ნაკრების მაისური

რეზერვი

ჩარლი ატკინსონი (ვოსფსი, 0 კეპი)
ალი კროსდეილი (სარასენზი, 0 კეპი)
ტომ დანი (ბასი, 3 კეპი )
ჩარლი ეველსი (ბასი, 17 კეპი)
ჯორჯ ფურბანკი (ნორსჰემპტონ საინთსი, 3 კეპი)
ჯო ჰეიესი (ლესტერ თაიგერზი, 0 კეპი)
ჯონათან ჯოზეფი (ბასი, 54 კეპი)
ჯო მარჩანი (ჰარლექვინზი, 4 კეპი)
ჯორჯ მარტინი (ლესტერ თაიგერზი, 0 კეპი)
ალექს მიჩელი (ნორსჰემპტონ საინთში, 0 კეპი)
ჯეიკობ უმაგა (ვოსფსი, 0 კეპი)
ჯეკ ვილისი (ვოსფსი, 2 კეპი)

 

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები 2020 წლის 6 ერის გათამაშების ტრიუმფატორია და  სათამაშო კალენდარიდან გამომდინარე , წელს გაცილებით უფრო რთული იქნება შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვა.

6 თებერვალი ინგლისი – შოტლანდია

13 თებერვალი ინგლისი – იტალია

27 თებერვალი უელსი – ინგლისი

13 მარტი ინგლისი – საფრანგეთი

20 მარტი ირლანდია - ინგლისი