ტაისონ ფიური: კრივი რომ არა, გავლოთდები

მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ტაისონ ფიურიმ სამომავლო გეგმებსა და დეონტაი უაილდერთან გასამართ განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა.

 

"ჯერ ახალგაზრდა - მხოლოდ 31 წლის ვარ. არჩი მურის მსგავსად, ჩხუბს 50 წლამდე ვაპირებ. ცხოვრებაში აღარაფერი მაქვს - კრივს რომ მომაშოროთ, გავლოთდები. სამომავლოდ, მენეჯერობა არ მაინტერესებს და მწვრთნელი არასდროს ვიქნები. მე შოუმენი ვარ, რომელსაც საზოგადოება თვალყურს სიამოვნებით ადევნებს. უაილდერთან ბრძოლა მსურს - მოუთმენლად ველოდები ამ დაპირისპირებას", - თქვა ბრიტანელმა მოკრივემ.

 

შეგახსენებთ, რომ პროფესიონალურ რინგზე ფიურიმ 30 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზეა 29 გამარჯვება (20 ნოკაუტი) და 1 ფრე.

 

2018 წლის 1 დეკემბერს ფიურის და უაილდერის ბოლო ჩხუბი საყაიმო ანგარიშით დასრულდა. განმეორებითი ბრძოლა 2020 წლის 22 თებერვალს არის დაგეგმილი.

misha misha 17 დეკემბერი 2019 -01:57