მილანი-ატალანტა 0:3. მესამე გოლი დუვან საპატამ გაიტანა და როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გვერდით აღმოჩნდა, შვედს უთხრა: „გინდათ კიდევ?“
იბრამ ირონიულად უთხრა: „მე უფრო მეტი გოლი მაქვს გატანილი, ვიდრე შენ კარიერაში მატჩი გაქვს ჩატარებული...“
სტატისტიკურად ასეც არის: იბრას 498 გოლი აქვს კარიერაში, საპატას კი 371 მატჩი...
ზლატანმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა: „არაფერი არ გამოგვივიდა. სამწუხაროდ, არ გვყოფნის მაღალი კლასის ფეხბურთელები. როცა ბურთს ვიღებ, მსურს ვინმესთან გავათამაშო, მაგრამ მარტოობაში ვარ. შესაძლოა, ეს ატალანტას პრესინგის გამო. თუმცა პრობლემები გვაქვს“.